Open main menu

Commons:Wiki Science Competition 2017 in Georgia

Logo for Wiki Science Competition.svg
ვიკი სამეცნიერო კონკურსი სამეცნიერო ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც „ვიკიმედია“ ატარებს

კონკურსის პერიოდი: 15 ნოემბერი — 15 დეკემბერი, 2017

Contents

კონკურსის შესახებEdit

ვიკი სამეცნიერო კონკურსისამეცნიერო ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2017 წლის 15 ნომებრიდან 15 დეკემბრამდე ჩატარდება. ფოტოკონკურსი წელს საქართველოში პირველად ტარდება, Wikimedia Community User Group Georgia-ს ორგანიზებით. კონკურსი პირველად ესტონეთში ჩატარდა, 2015 წელს კი სხვა ქვეყნებიც შეუერთდენენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა თავად იყოთ ატვირთული ფოტოების ავტორი და გაგაჩნდეთ მათი ატვირთვის უფლება. ფოტოები უნდა იყოს კარგი ზომის და ხარისხის; საჭიროა თან ახლდეს კარგი აღწერა (ქართულად. სასურველია ინგლისურადაც) იმასთან დაკავშირებით, თუ რას ასახავს, როგორ და სად გადაიღეთ და რით არის გამორჩეული. ძლიერ რეკომენდებულია ფოტოს მიუთითოთ შესაბამისი კატეგორია. მეტი დეტალის ნახვა შეგიძლიათ კონკურსის საერთაშორისო გვერდზე, ინგლისურ ენაზე.

ფოტოების ასატვირთად, გამოიყენეთ ზომოთ მოცუმული ღილაკი, საიდანაც თქვენი ფოტოები ავტომატურად მოხვდება კონკურსის გვერდზე. თუ ჯერ არ გაქვთ ვიკიპედიის ანგარიში, შეგიძლიათ ახლავე დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.

იმისათვის, რათა კონკურსის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშტეგები: #WSC2017 #WikiScience #WikiScience2017

 ატვირთეთ ფაილი

წესებიEdit

 
კონკურსი მიმდინარეობს 2017 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე. მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ამ პერიოდში ატვირთული ფოტოები.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა ჟიურის წევრებისა. ფოტოების რაოდენობა თითოეული მონაწილესათვის, შეუზღუდავია. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. საქართველოს ჟიური თავის რჩეულ ფოტოებს დეკემბრის ბოლოს გადაუგზავნის საერთაშორისო ჟიურის, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რჩეულ ფოტოებს შორის. საბოლოო გამარჯვებული 2018 წლის იანვრის ბოლოს გამოვლინდება.
 
სავალდებულოა, რომ ფოტოები ატვირთოთ თავისუფალი ლიცენზიით. შესაძლოა ლიცენზიებია CC-BY-SA 4.0, CC-BY 4.0, CC0 1.0 და ა. შ.
 
აუცილებელია, რომ თავად იყოთ ატვირთული ფოტოს ავტორი, ფლობდეთ საავტორო უფლებებს. დაუშვებელია სხვისი ფოტოების ატვირთვა! კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, რომ იყოთ ფოტოს ავტორი ან ერთ-ერთი ავტორი; რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს დანარჩენებიც.
 
იმისათვის, რათა გააჩნდეს სამეცნიერო ღირებულება, ყველა ატვირთულ ფოტოს თან უნდა ახლდეს კარგი აღწერა ქართულ ენაზე. მაგალითად, აღწერეთ თუ რას ასახავს ფოტო, სადაა გადაღებული ან რა მეთოდით.
 
სასურველია ატვირთოთ რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოები. ფოტოს ზომა არ უნდა იყოს 2 მეგაპიქსელზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის საშუალებას არ იძლევა გამოყენებული ტექნოლოგია. გახსოვდეთ, რაც უფრო მაღალია ფოტოს ხარისხი, მით უკეთესია კონკურსისთვის.

კატეგორიებიEdit

კონკურსი დაყოფილია ხუთ კატეგორიად. თითოეული კატეგორიიდან, ჟიური შეარჩევს ხუთ ფინალისტს, რომლებიც შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში. კატეგორიები შემდეგია:

  • ადამიანები მეცნიერებაში. გადაგიღიათ საოცნებო ფოტო ნობელის პრემიის რომელიმე ლაუერეტისთვის ან თქვენი ფავორიტი მეცნიერისთვის? ან იქნებ თქვენი დისტერტაციის ხელმძღვანელისთვის? ან ნებისმიერი მეცნიერისთვის საქმიანობის პროცესში? ჩვენ ეს ფოტოები გვჭირდება, ატვირთეთ ახლავე!


  • მიკროსკოპია. შეგიძლიათ ატვირთოთ ციცქნა საგნებისა თუ არსებების ფოტოები, იქნება ეს ოპტიკური თუ ელექტრონული მიკროსკოპიით გადაღებული.


  • არაფოტოგრაფიული მედიაფაილები. მოგეპოვებათ თქვენ მიერ გაკეთებული შესანიშნავი დიაგრამა? კომპიუტერით შექმნილი ფოტო, აუდიო ან ვიდეოფაილები, სამეცნირო ვიზუალიზაცია, ინფოგრაფიკა და ა. შ.? შეგიძლიათ ატვირთოთ!


  • გამოსახულებათა სერია. რადგან ხანდახან ერთი ფოტო საკმარისი არაა. ეს კატეგორია ერთმანეთთან დაკავშირებული სურათების სერიისთვისაა. 2-დან 10-მდე ერთმანეთტან დაკავშირებული ფოტო, კადრების სერიის ხედით. შესაძლებელია იყოს ერთ ფაილად ან რამდენიმედ.


  • ზოგადი კატეგორია. სხვა ყველა დანარჩენი ფოტო, რომელიც კავშირშია მეცნიერებასთან. დაწყებული არქეოლოგიითა თუ ზოოლოგიით, დამთავრებული ვულკანოლოგიითა თუ ასტრონომიით.


 ატვირთეთ ფაილი

პრიზებიEdit

ინფორმაცია პრიზების სულ მალე განახლდება, ამავე გვერდზე.