File:ყორანთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.jpg

Original file(5,472 × 3,648 pixels, file size: 6.95 MB, MIME type: image/jpeg)

Captions

Captions

Add a one-line explanation of what this file represents

Summary edit

Description
ქართული: ყორანთის ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, მის ჩრდილოეთ კიდეში, მთის წვერზე (კოორდ. 41.456249, 44.530281). ყორანთა ყოფილა შუა საუკუნეების სოფელი, რომელიც XIV საუკუნეში ქაჩიბაძეებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნის დასაწყისში ბარათა ქაჩიბაძეს სოფელი მცხეთის სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. 1529 წლისათვის ყორანთა ნასოფლარია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ყორანთის ეკლესიაში ესვენა ატოცის ჯვარი, რომელშიც ინახებოდა წმინდა გიორგის ბეჭის ძვალი. ჯვარი შემდეგ სამცხეში, სადგერის ტაძარში, მოხვედრილა (ეს უნდა მომხდარიყო XV საუკუნის ბოლოს, რადგან ამ პერიოდში სადგერში შექმნილ ოდაში უკვე იხსენიება ყორანთის წმინდა გიორგის ეკლესიის ჯვარი), მის დროს კი უკვე იმერეთში, ჩხარში, ყოფილა დასვენებული. დღეს ეს ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შესაბამისად, ყორანთის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა. XVII საუკუნის დასაწყისში ყორანთა განუახლებია ნიკოლოზ კათალიკოსს. 1721 წლისათვის ყორანთა უკვე გაპარტახებულია. არსებობს გადმოცემა, რომ სახელი ყორანთა ფრინველ ყორნისაგან ეწოდა და წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ნასოფლარის ტერიტორიაზე დღეს ბოლნისის სასაფლაოა.

ყორანთის ციხე, რომელიც ტაძრის თანადროული უნდა იყოს (XIV საუკუნის პირველი ნახევარი), კლდის ქიმს მორგებული მრავალწახნაგა ნაგებობაა. გალავნის კედელში ჩართულია სხვადასხვა ზომის 13 ნახევარწრიული ბურჯი, რომელთაგან ნაწილი ყრუა და კონტრფორსებს წარმოადგენს, ნაწილი კი საბრძოლო ბურჯები უნდა ყოფილიყო. ციხეში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეშია დატანებული, კარიბჭე ორი ბურჯითაა გამაგრებული. კარიბჭესთან და გალავნის სამხრეთი კედლის შუა ნაწილში მართკუთხა ფორმის ნაგებობები ყოფილა მიშენებული. გალავნის შუაში, ყველაზე ამაღლებულ ადგილზე, ეკლესია დგას. ტაძარი XIV საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული. იგი დარბაზულია და აგებულია კლდეზე. კედლები სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ქვითაა ამოყვანილი. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით იყო შეპერანგებული. ტაძარს სამხრეთის კარი და სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელი აქვს. ნახევარწრიულ აფსიდს ქვის კანკელი ჰქონია. ინტერიერი ტაძრის აშენების დღიდან სრულად ყოფილა შელესილი. მონოტონური ინტერიერისაგან განსხვავებით ფასადების ერთიან სივრცეში კარგად ჯდება კარ-სარკმელთა სადა ლილვებით მოჩარჩოება. კარის პორტიკი დასრულებულია თაღით, რომელში მოქცეული ტიმპანიც სადადაა დატოვებული. ტაძარს სამხრეთიდან აქვს მოგვიანებით აშენებული ორნაწილიანი სტოა, რომლის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით ყოფილა შეპერანგებული. სტოის აღმოსავლეთი მხარე ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ეკვდერი კარიბჭისაგან გამოყოფილია კარით და განათებულია ორი სარკმლით. ციხე და ეკლესია, როგორც ჩანს, მაშინ უნდა დაზიანებულიყო, როცა სოფელი ყორანთა ნასოფლარად იქცა, ანუ XVI საუკუნის დასაწყისისათვის.

ტაძარი რესტავრირებულია, მას 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
This is a photo of a monument in Georgia identified by the ID
1488


Date
Source Own work
Author Nikusha1999.
Camera location41° 27′ 24.08″ N, 44° 32′ 30.26″ E Kartographer map based on OpenStreetMap.View this and other nearby images on: OpenStreetMapinfo

Licensing edit

I, the copyright holder of this work, hereby publish it under the following license:
w:en:Creative Commons
attribution share alike
This file is licensed under the Creative Commons Attribution-Share Alike 4.0 International license.
You are free:
  • to share – to copy, distribute and transmit the work
  • to remix – to adapt the work
Under the following conditions:
  • attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
  • share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.


File history

Click on a date/time to view the file as it appeared at that time.

Date/TimeThumbnailDimensionsUserComment
current08:36, 10 October 2023Thumbnail for version as of 08:36, 10 October 20235,472 × 3,648 (6.95 MB)Nikusha1999. (talk | contribs)Uploaded own work with UploadWizard

There are no pages that use this file.

File usage on other wikis

The following other wikis use this file:

Metadata