1
00:00:00,000 --> 00:00:08,000
გამარჯობა, მე წარმოვადგენ მომხმარებელთა ჯგუფს, რომელსაც სურს სრულყოფილ ორგანიზაციად გადაქცევა. თუმცა, მე ამავდროულად მჭირდება დახმარება ჩვენი ორგანიზაციის წესდების შემუშავებისთვის, ასევე მიზნებისა და პროცესების შემუშავებისთვის.
2
00:00:09,000 --> 00:00:11,000
გამარჯობა, შესანიშნავი!!!
3
00:00:12,000 --> 00:00:17,000
წესდება არის სახელმძღვანელო ორგანიზაციისთვის. წესდება გვაწვდის მნიშვნელოვან მითითებებს ორგანიზაციის ზოგადი მმართვისთვის და გეხმარებათ დაიცვათ შიდასაორგანიზაციო წესები.
4
00:00:18,000 --> 00:00:21,000
იგი ასევე უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას, სტაბილურობის წახალისებით.
5
00:00:22,000 --> 00:00:23,800
გასაგებია. და რა რესურსები არსებობს საამისოდ?
6
00:00:24,000 --> 00:00:25,800
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის რესურსებს მეტა-ვიკიზე.
7
00:00:26,000 --> 00:00:34,000
მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს რესურსები მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელოა და წესდების საბოლოო ვერსია დამოკიდებული იქნება ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, ასევე თქვენი ჯგუფის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
8
00:00:35,000 --> 00:00:36,800
ეს გასაგებად ძალიან ფართოა და შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ აგვიხსნათ?
9
00:00:37,200 --> 00:00:38,600
რა თქმა უნდა.
10
00:00:38,800 --> 00:00:42,000
ესეიგი, პირველ რიგში საჭიროა <b>იურიდიულად თქვენი ორგანიზაცია გამოაცხადოთ არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსის მქონედ</b>.
11
00:00:43,000 --> 00:00:44,800
კარგით, ალბათ ამაში გულისხმობთ ადგილობრივ რეგისტრაციას?
12
00:00:45,000 --> 00:00:46,200
ზუსტად!
13
00:00:46,400 --> 00:00:49,800
შემდეგი ეტაპია თქვენი <b>ორგანიზაციის მისიის</b> განსაზღვრა.
14
00:00:50,000 --> 00:00:53,300
დასაზუსტებლად გეკითხებით, ეს უნდა იყოს ვიკიმედიის მისია თუ ჩვენი ჯგუფის მისია?
15
00:00:53,400 --> 00:01:00,000
თქვენი ორგანიზაციის მისია, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ვიკიმედიის მთავარ მისიას.
16
00:01:00,500 --> 00:01:05,700
ეს შეიძლება გაკეთდეს ან ჯგუფის მისიის მკაფიოდ გამოხატვით, ან ამის ნაგულისხმევი განხილვით.
17
00:01:06,000 --> 00:01:12,300
ჩვენ გირჩევთ გამოაცხადოთ თქვენი ჯგუფის ენობრივი, გეოგრაფიული ან თემატიკური ფოკუსი, რათა დაეხმაროთ სხვებს გაიგონ თქვენი სამუშაო სფერო და მისია.
18
00:01:12,400 --> 00:01:15,000
რატომ არის უმთავრესად აქცენტი ენაზე/გეოგრაფიაზე/თემატიკაზე გაკეთებული?
19
00:01:15,100 --> 00:01:23,300
ეს გვაწვდის ინფორმაციას ორგანიზაციების შესახებ, რომელთა სამუშაო სივრცე შეიძლება გადაიკვეთოს, რაც შედმეგში დაეხმარება ერთსა და იმავე რეგიონში ან თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის თანაარსებობის უზრუნველყოფას.
20
00:01:23,400 --> 00:01:25,100
კარგით. რა არის შემდეგ?
21
00:01:25,200 --> 00:01:30,700
მესამე ნაბიჯია წესდების შემუშავება <b>არა დისკრიმინაციული პოლიტიკის</b> გარანტიით.
22
00:01:30,900 --> 00:01:34,700
თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ გარკვეული პირობები, შეზღუდვები და გამონაკლისები, მაგრამ მათ ხელი უნდა შეუწყონ ინკლუზიურობას,
23
00:01:34,800 --> 00:01:40,500
რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს პირების ჩართულობას და მონაწილეობას.
24
00:01:41,400 --> 00:01:42,300
გასაგებია.
25
00:01:42,400 --> 00:01:44,900
წესდებაში შეგვიძლია გვქონდეს მუხლი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობის შესახებ?
26
00:01:45,000 --> 00:01:45,200
რა თქმა უნდა,
27
00:01:45,300 --> 00:01:53,000
როგორც ადრე გითხარით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელოა და იგი ბევრის საშუალებას გაძლევთ, სანამ იგი შეესაბამება ფონდ ვიკიმედიის ოფიციალურ პოლიტიკას.
28
00:01:53,100 --> 00:01:53,700
კი ბატონო.
29
00:01:53,800 --> 00:01:58,700
მეოთხე ნაბიჯია <b>ორგანიზაციის სტრუქტურისა</b> და წევრობის შესახებ მუხლების მკაფიოდ ჩამოყალიბება.
30
00:01:58,800 --> 00:02:00,000
შეგიძლიათ ეს დააზუსტოთ?
31
00:02:00,100 --> 00:02:00,600
რა თქმა უნდა.
32
00:02:01,100 --> 00:02:09,000
ნათლად და გასაგებად განსაზღვრეთ და მიუთითეთ საერთო ფორუმის წევრების, სამეურვეო საბჭოს და თავმჯდომარის ან აღმასრულებელი პირის <b>როლები და პასუხისმგებლობის სფეროები</b>.
33
00:02:09,100 --> 00:02:10,600
კარგით, ახლა გასაგებია.
34
00:02:10,700 --> 00:02:16,000
შემდეგი ნაბიჯია წევრების, სამეურვეო საბჭოს წევრებისა და თავმჯდომარის <b>არჩევის ან შერჩევის წესების</b> დადგენა.
35
00:02:16,100 --> 00:02:16,700
კარგით,
36
00:02:16,800 --> 00:02:23,900
და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტულად უნდა ჩავწეროთ წესები არჩევნების, არჩევნების ვადისა და სამეურვეო საბჭოს წევრების მუშაობის შესახებ.
37
00:02:24,000 --> 00:02:24,400
დიახ.
38
00:02:24,500 --> 00:02:28,200
ახლა კი შემდეგი ნაბიჯია <b>შეხვედრების პირობების</b> დადგენა.
39
00:02:28,600 --> 00:02:34,500
საერთო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრების ან მთავარი ორგანოს შეხვედრების ვადები და ციკლები მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი წესდებაში.
40
00:02:34,700 --> 00:02:39,900
წესდებაში ასევე უნდა იყოს მითითებული შეხვედრების გამოცხადების მეთოდი და ვადები.
41
00:02:40,000 --> 00:02:40,200
კარგით,
42
00:02:40,400 --> 00:02:42,200
სხვა რა არის საჭირო?
43
00:02:42,300 --> 00:02:44,800
ბოლო ნაბიჯია <b>ქცევის კოდექსის</b> დაცვის შესახებ განცხადება.
44
00:02:45,100 --> 00:02:49,700
თქვენ უნდა განსაზღვროთ საუკეთესო პრაქტიკა ფონდ ვიკიმედიასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
45
00:02:49,800 --> 00:02:55,000
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უნივერსალური ქცევის კოდექსი ან შეიმუშავოთ თქვენი საკუთარი ქცევის კოდექსი.
46
00:02:55,100 --> 00:02:55,600
გმადლობთ ინფორმაციისთვის.
47
00:02:55,700 --> 00:03:03,400
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ვიდეოსთან ერთად მოგეწოდებათ შესაბამისი სია, რათა შეამოწმოთ შეიცავს თუ არა თქვენი წესდება შესაბამის არსებით წინაპირობებს.