ვიკისაწყობი:ვიკის უყვარს დედამიწა 2019

This page is a translated version of a page Commons:Wiki Loves Earth 2019 and the translation is 100% complete. Changes to the translation template, respectively the source language can be submitted through Commons:Wiki Loves Earth 2019 and have to be approved by a translation administrator.
Wiki Loves Earth

Shortcut: COM:WLE2019

ვიკის უყვარს დედამიწა 2019

 

მონაწილე ქვეყნები

 

წესები და FAQ

 

Organize

 

გამარჯვებულები

 

კონტაქტი

2019 countries
2019 countries
მოგესალმებათ ვიკის უყვარს დედამიწა 2019!

ვიკის უყვარს დედამიწა (ვუდ) — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით უწევენ. კონკურსში მონაწილეები ფოტოებს უღებენ ბუნებრივ ძეგლებსა და ლანდშაფტებს მონაწილე ქვეყნებში და მათ ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანია, შეიქმნას დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოსაცავი, ამისათვის „ვიკის უყვარს დედამიწა“ ახალისებს ფოტოგრაფებს, რომ გადაიღონ მონაწილე ქვეყნის ასეთი მხარეები და განათავსონ ისინი თავისუფალი ლიცენზიით და რომელთა გამოყენება ყველას და ყველგან შეეძლება.

კონკურსის ძირითადი მიზნებია ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოების გადაღება, როგორიცაა აღკვეთილების, ბუნებრივი ლანდშაფტების, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების და ა.შ., მათი გამოყენება ფონდ ვიკიმედიის პროექტებში.

ყურადღება გამახვილებულია არა მარტო ეროვნული მნიშვნელობის ადგილებზე, არამედ რეგიონალურ დონეზე დაცულ ტერიტორიებზეც, ასევე ფართო მრავალფეროვან ბუნებრივ ადგილებზე: ტყეები, პარკები, ბაღები, ქანები, გამოქვაბულები ან ბუნების ნებისმიერი ნაწილი, რომელიც დაცულია თქვენს ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომხმარებელს საშუალება აქვს იპოვოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი მის სახლთან ახლოს.

ვადები
  • 1 – 31 მაისი და 1 – 30 ივნისი: ადგილობრივი კონკურსები. იხილეთ კონკურსის ვადები ქვეყნების მიხედვით.
  • 31 ივლისი: ფოტოების წარდგენის ბოლო დღე, იხილეთ გამარჯვებულები
  • 15 სექტემბერი: საერთაშორისო შედეგების გამოცხადების ბოლო დღე.
წესები
  • წესები საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილია აქ. კონკურსებს ადგილობრივ დონეზე შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წესები, ნომინაციები, ვადები და ა.შ.
პრიზები
  • პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს სრულ დაფინანსებას 2020 წელს ვიკიმანიაზე წასასვლელად ან შესაბამისი ღირებულების ამაზონის სასაჩუქრე ბარათს (დამოკიდებულია საპრიზო ადგილს), რომელიც ჩატარდება აგვისტოში. სხვა საერთაშორისო პრიზებია ამაზონის სასაჩუქრე ბარათები და ასევე პრიზები ქვეყნების მიხედვით.
ატვირთული სურათები
როგორ მივიღოთ მონაწილეობა
ოფიციალური ვებ-გვერდი
პრესაში

პასუხისმგებლობის უარყოფა:კონკურსი ორგანიზებულია ძირითადად მოხალისეების მიერ და ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას შეცვალონ ეს წესები ან გააუქმონ კონკურსი საკუთარი შეხედულებისამებრ, მას შემდეგაც კი, რაც დაიწყო. ორგანიზატორები არ იღებენ პასუხისმგებლობას სპონსორების მიერ პრიზების გაცემაზე და არც რაიმე პასუხისმგებლობას კონკურსთან დაკავშირებით. არც ამ გვერდზე მოცემული წესები და არც არაფერი სხვა შემოთავაზება, არ აკისრებს ორგანიზატორებს იურიდიულ სავალდებულო ურთიერთობის შექმნას. ჟიურის წევრები ვერ მიიღებენ რაიმე სახის ჯილდოს კონკურსიდან (თუმცა, მათ შეუძლიათ ატვირთონ სურათები კონკურსის ფარგლებში).